მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 91 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

„შვილო, ტანჯულო ქვეყნისავ,

სული დაჰლიე ტანჯვითა...“

ვაჟა-ფშაველა

 

დიდება მოთმინებასა შენსა, ტანჯულო დავით,

დაღლილო წუთისოფელთან დაუსრულებელ დავით.

ვით ცაცხვი სურნელოვანი, მაღლა აღერილ თავით,

სამშობლოს ბაღში გაშლილი შენი სახელიც ჰყვავის...

დიდება მოთმინებასა შენსა, ტანჯულო დავით!


ვინ მისცეს ფესვებს ამოთხრილს, სითბო მშობლიურ მხარის?

ვინ გზაზე სწორად იაროს, თუ გზა არ არის მყარი?

თუ მოეჯარა უეცრად სამშობლოს ღია კარი?

ნაცვლად მშობლიურ მთების, სხვა ქვეყნის სცემდეს ქარი?

ვინ მისცეს ფესვებს ამოთხრილს, სითბო მშობლიურ მხარის?


ცრემლის ზღვა ვიცით, შენ ცრემლის ოკეანეში ცურავ,

მიმოგიმსხვრია საწუთრომ ბედნიერების სურა,

დღე დაგიღამდა, შეგრია შავი ნისლების ბურანს,

შეგინთო გაუნელებელი ცხელი საკირის ქურა,

ცრემლის ზღვა ვიცით, შენ ცრემლის ოკეანეში ცურავ!


შენ, ცრემლთა სამზერელიდან, ქართლის ჭირისა მთვლელო,

შენ, უცხოობას მოსთვლილო, მაინც ქართულო სთველო,

გვასწავლე, ეკლის ბილიკი შენსავით როგორ ვთელოთ,

თუ მოგვეშორვა ნანატრი მშობლიურ მთათა მდელო -

ტანჯული ქვეყნის პოეტო, ქართლის ჭირისა მთვლელო.


ტანჯული ქვეყნის შვილობა ტანჯვა ყოფილა დიდი,

ცხოვრების ზღვაზე მღელვარზე ბევრჯერ ჩაგიტყდა ხიდი,

ბევრჯერ გემუხთლა საწუთრო, გაუტანელი, ფლიდი,

წაღმა-უკუღმა ნახნავში ცრემლის თავთავებს მკიდი...

ტანჯული ქვეყნის შვილობა ტანჯვა ყოფილა დიდი!


დიდება მოთმინებასა შენსა, ტანჯულო დავით,

დაღლილო წუთისოფელთან დაუსრულებელ დავით,

სამშობლოს ბაღში ნუგეშად შენი სახელიც ჰყვავის,

ალალი იყოს, რაც შენთვის ქართველთ შენდობა ვყავით...

დიდება მოთმინებასა შენსა, ტანჯულო დავით!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ