მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 296 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საკვირველია ბუნება.

სახენი ათასფერობენ.

გულს მოჰწონს მათი შვენება,

გონების თვალნი ჰმტერობენ,

გული სხვას ამბობს, ჭკვა - სხვასა,

გრძნობანი აბეზარობენ.

 

* * * * * * *

 

როდესაც შეჭმას გლამიან,

ყურს რაღა ყრუვება უნდა.

მოკეთეს მოკეთურადა,

მგელს მგლურად დახვედრა უნდა.

მელა მაშინებს თორემა,

მგლისა ხომ ვიცი, რაც უნდა.

 

* * * * * * *

 

იწვიმე, წვიმავ, იწვიმე,

მასველე ბროლის წყალითა!

ეგები გული გაგრილდეს,

ცივის ციურის ცვარითა.

შენ დამიტირე, ლამაზო,

შენის შალშვისა თვალითა,

თუ ვერა გნახავ, დავდნები,

როგორც მთის თოვლი ნამითა.

 

* * * * * * *

 

ქალო, ლაღი ხარ, თამამი,

სანდომი კაის კილოსა,

მუდამამც ემაგრე ჰყვავი,

ჰსვამ სიჭაბუკის ღვინოსა.


საშენო ჭირ-სატკივარი

ღმერთმა მე მომარგინოსა,

შენს წილად მე დამაბეროს,

შენ - მაგრე გარონინოსა.


საყვარლის საფლავს არც ვეძებ,

ღმერთმა ნურც მაპოვნინოსა.

 

* * * * * * *

 

ვნახე, არ ნახვა მერჩივნა,

ნეტავ მიზეზი რა იყო?

წყლიანი დედუფალაი

უწყალოდ ჩამომდნარიყო.

მთვარე აღარა ჰნათობდა,

ალვისხე ჩამომხმარიყო,

თეთრს, თეთრის მთოვარ მთაზედა,

ყორანი შემომჯდარიყო.

 

* * * * * * *

 

მალე ამოვლენ ვარსკვლავნი,

ხანს აღარ დაახანებენ;

ღიმით და თვალთა კილვითა,

მთვარესაც დაიბარებენ.

უშენოდ ლხინი არა მაქვს,

შუქსა ვერ მომახმარებენ.

წახვალ და დაგავიწყდები,

დღენი არ გაგამწარებენ,

შენი ლამაზი თვალები

ახლა სხვას გაახარებენ.

 

* * * * * * *

 

ნეტავი ამირანი მქნა,

მთა-ბარი გამესწორაო,

დევები ამომეჟლიტნა,

ქვეყნისთვის დამეშორაო.

ღმერთს თუნდა მერე დავები,

ზედ დაეხურა გორაო.

 

* * * * * * *

 

ვეალერსები, შევხარი,

დილას ამოსვლას მზისასა;

ნეტა, ვერ შევესწრობია

დამარცხებასა მტრისასა?

გაჰღვიძებოდეს ქართველსა,

ვადას ჰფერავდეს ხმლისასა,

ნათელი გადაჰდიოდეს

ლაჟვარდს ივერის ცისასა.

 

* * * * * * *

 

ის ნუ გგონია, რო მარტო,

შენა ხარ მოყვარულია,

შენმა მზემ, შენსა ნახვასა,

მეცა ვარ მოხარულია.

მცივა და მწყურა, ახლოსა

ცეცხლ-წყალის სახედავია,

მაგრამ ვერც ცეცხლზე გავმთბარვარ,

ვერც წყალი დამილევია.

 

* * * * * * *

 

გაზაფხულის ნაზო იავ,

ანკარავ წყარო, მთისაო!

ნეტავი კიდევ მაჩვენა

სისხო შენისა თმისაო.

 

* * * * * * *

 

ნეტავი ვინმე ისეთი

მაჩვენა, მომახელვინა,

ერთი ნამცეცი ცრემლისა

ჩემთვისაც დააღვრევინა.

რომ ჩემი გული ხალივით

იმის წინ გამაშლევინა.

მაჩვენა ტკბილი იმედი,

ფეხზე ამდგარი, სნეული,

ყველა ჩემს ნდომა-სურვილთან

შეფერებული სხეული,

და ჩემი თავი იმისა

კალთაში გამოხვეული.

 

* * * * * * *

 

დავწუხდი, სევდა დამეცა,

როგორც ნისლები მთაზედა,

მარტოკა შენღა ანათებ

ჩემისა ბედის ცაზედა.


ცაში ღმერთსა აქვს მეფობა,

სიყვარულს - ქვეყანაზედა;

შენც შემიფერე სურვილი, -

ნუ გამცვლი სხვადასხვაზედა,


თორემ მირჩენავ დამშორდე,

ეხლავ წახვიდე განზედა;

ცეცხლი ზამთრისაც არ მინდა,

თუ დავიწვები ალზედა.


ისევ მარტუა ვიქნები

სიკეთე შეუსწრობელი:

მე არც მზე მინდა დამწველი,

არც წყალი დამახრჩობელი.

 

* * * * * * *

 

სხვისთვის რა მეთქმის, ჩემი რომ

მე ვერ-რა გამიგია რა...

დახე, ამ სატიალემა

გულმა იქამდე იარა,


სანამ თავისა არა ჰქმნა, -

სევდა არ დამაზიარა.

დარდი მაქვს ათი ათასი,

მაგრამ წამალი კი არა.


დავწყევლე მონადირისა

ნადირის ხოცვა, ჭერაცა;

დრო მქონდა, ქარი მიქრიდა,

ნადირს დავდევდი მენაცა,

დაჭრილმა ხარმა დამჩხვერა,

არ მომრჩომია ჯერაცა.

 

* * * * * * *

 

რაც ვარ, მეც ვიცი, რაც არა -

ან საითა ვარ მპოველი?

თავის კაცობით დარჩება,

ადამიანი ყოველი.


ვარ და ვარ, ღმერთმა ხომ იცის,

ყველასთვის კარგის მდომელი,

ჩვენის ქვეყნისთვის ასასად,

გაფაციცებით მდგომელი.


თავისთვის კიდე პურისა

სულ ცხელი ოფლით მშოველი,

წესიც ეს არის, სხვას შიგან

შველას არც ვისგან მოველი.

შემირცხვეს ლიქნვა-პირგებით

წყალობის გამომთხოველი.

 

* * * * * * *

 

ჩემი გული მთასა ჰგავის,

წვერით ცათად მიწვდომილსა;

შენი გული ცივსა თოვლსა,

იმის თავზედ დარჩომილსა.


მე - მენავესა ქარისგან

არეულს, ყიალებულსა,

შენ - სანუკვარსა ხმელეთსა,

თანდათან დაშორებულსა.


სასურველი ხარ, ვარსკვლავო,

მანამ ერთ ადგილს იქნები,

თუ გაჰთხოვდები, იარე...

თან კი ვერ გამოგიდგები.


მაისის მზე ამოვიდა,

იგალობე, მზეწვიაო;

დაეშურე, გაზაფხული

წელიწადში ერთიაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ