მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 70 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე როცა ტოროლასავით

მიკრული ვყვანდი ზეცასა,

მაშინ შენ ოქრო-ვერცხლისას

თაყვანსა ჰცემდი ხბოს თავსა.


მე, საღმრთო ძღვნობით გართული,

ერთობის ზღვაში ვცურავდი,

და მუდამ მისი მოღვაწე,

იმით ვგრძნობდი და ვსუნთქავდი.


მე ოქროს თაყვანს არ ვცემდი,

ანბანს მეტს პატივს ვაძლევდი,

და შენ კი გაუგებრობით

რეგვნად და გიჟად მსახავდი.


მე ჩემს სამყაროს არ მოვწყდი,

ბოლომდე შევრჩი მიკრული,

და ასე მე და შენს შუა,

დაიდვა დიდი უფსკრული.


შენ სმა-ჭამაში გართულმა,

ვერ მიცან შენთვის მაშვრალი,

და კმაყოფილი ბედითა,

რომ გნახე თერგში შამძვრალი,

მე გაგებუტე, დრომ დაჰკრა

უნდა გაფრინდეს მერცხალი!


მივდივარ, მაგრამ სად წავალ

ჩემის სამშობლოს იქითა,

მივდივარ, მაგრამ ისევაც

შენთან ვიქნები ფიქრითა.


ჩემო და-ძმავ და დედ-მამავ,

არაგვო, არაგვიანო,

წავალ და ვერ დაგივიწყებ,

ისევაც შენი მქვიანო.


წავალ და შენზედ მაინცა,

ვიქნები ჯიგრიანადა,

ჰცხვენოდეს, გყვანდეს ვინაცა

ჩემს თავზედ ჯიბრიანადა,

თუ ისაც არ გემსახუროს

ჩემსავით ჯიშიანადა.


ერთხელც იქნება, ნაღვაწის

გაცხრილვის ჟამი დადგება,

და მაშინ დავიწყებული,

მოღვაწე მკვდრეთით აღსდგება.


მაგრამ მე მაშინ, ვინ იცის,

სად სამარეში ვიწვები,

და ჩვენის თავისუფლების

მაინც დარაჯი ვიქნები.


არაგვო, ჩემო არაგვო,

სამარადისოდ მდინარევ!

ეგებ როდისმე მიპოვნო,

ცივს სამარეში მძინარე.


ეს კია, გამოიღვიძე,

ნუ გძინავს, აღსდეგ მკვდრეთითა,

და განათლებულ მოძმეებს,

ამოუდეგი გვერდითა,


თორემ შენ მარტო ჰჭამ და ჰსვამ,

ჰწაწლობ, ჰლოთობ და იმღერი,

და ამ დროს მამულისათვის

სისხლსა ჰღვრის ამერ-იმერი.


პასუხი რა გაქვს, არ ვიცი,

ან გაიმართლებ თავს რითა,

რომ ამ დროს დიაცებთანა,

კერაზედ ჰზიხარ ფარ-ხმლითა?


და თუ დღეიდამ ისევაც

განაგრძე შენი კერპობა,

მაშინ მე შენთან მკვდარმაცა

უნდა გავწყვიტო ერთობა.


თუნდა გამლანძღო ცოცხალი,

და მივიწყებდე მკვდარსაცა,

ამას ჩაგძახდი უწინაც,

და გიმეორებ დღესაცა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ