|
კაცმა არაყი გადაჰკრა, ერთი, პატარა ჭიქითა, გონებისაკე გასწია, სასმელმა ნელი ბიჯითა.
ეძახის: „ვარ სტუმარიო, მშიერ-მწყურვალი მოვსულვარ, მოდი, გამიღე კარიო“. იმანაც შეიპატიჟა: "სტუმარი ღმრთისა არიო".
არაყი ზევით გაეშვა, გონების კარზე მიუხდა, ირეკავს, აღარ მოეშვა.
კიდევ ვინ აწკარუნებო?" - მეც სტუმარი ვარ. მიმიღე, უკან ნუ გამაბრუნებო.
მაგრამ რა გაეწყობაო, უნდა მიგიღო შენაცა... თორემ ღმერთს ეწყინებაო.
არაყმა აღარ ეძახა: გაჰკრა და მოურიდებლად გონების კარებს ეჯახა.
მასპინძელს აღარ დაჰხედა, ამ ახირებულს სტუმარსა, გონებამ აჰხედ-ჩაჰხედა და ჰკითხა: „რად შაეთრივა, თავი რად გაითავხედა“.
ბინა ხომ არის კიდეო? - რას ამბობ, კაცო, სადღაა? შენაც რომ შემოხვიდეო, მაშინ მე უნდა ავდგე და სულ კარში გამოვიდეო. |
















