მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 57 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაშ დაბუნდოვდეს დიდი ათინა,

მასთან ძმა მისი სპარტა, ლომთ ბუდე,

ნუღარ გვწყალობდენ დიდი ღმერთები,

ნუღარ გვფარავდეს მათი სიმშვიდე.

გაჰქრეს სამყარო; ჩავარდეს მთვარე;

შუქი მიეღოს მზეს და ვარსკვლავთა,

მას შემდეგ კარგი ნუღარა ჰნახონ

დევკალიონის ჩამომავალთა, -

როცა სიმართლეს შევუშინდებით,

ანუ სიმჭრელეს ვისმე ხმლისასა,

როცა სიცოცხლივ ერთ მუჭას მივცემთ,

მტერ-დუშმანს ჩვენის მიწა-წყლისასა,

რისთვისღა გვინდა მაშინ სიცოცხლე,

არ გვირჩევნია სულ ერთ დღეს გავწყდეთ,

მანამ ბრძოლიდამ გაქცეულები

ლაკედემონში უსირცხოდ გავჩნდეთ?

როგორ მივიდეთ თავის სახლებში,

რა უნდა უთხრათ შინაურებსა?

გამოგეგებოს თავის მეუღლე,

გეკითხებოდეს ომის ამბებსა; -

შენ კი ვერ გედვას ლამაზი ფერი

ლაჩარს და სახე გაცბუნებულსა,

თვითვე გრცხვენოდეს თავის თავისა,

ბრძოლის ველიდამ გამოქცეულსა;

აბჯარი მივცეთ, იგივ არ არის?

ეგ კიდევ უფრო უარესია.

არა! სანამდე ორი სიკვდილი,

ისევე ერთი უმჯობესია.

დაგვხოცენ, მაგრამ გმირთ სახელებსა

შესამუსრავად ვერ მიჰწვდებიან,

იქნება ჟამი ოლიმპიობას

კვალად ბერძნები შეიყრებიან.

კვალად გაისმის რაფსოდის ჩანგი,

ქებით გმირები ახსენდებიან!

გრძნობით ნამღერი იმისი ლექსი,

გულს აუჩქროლებს ყველა მსმენელსა,

გმირთ მოგონებით თანაგრძნობისას,

დააღვრევინებს ცხარე ცრემლებსა,

და კეკლუც თითებს უჭკნობ დაფნებით

შეამკობიებს იმათ ძეგლებსა!

თუ წინათ ერთმა მანდილოსანმა

ლაშქრად აქცივა მთელი ელლადა,

და ათასამდის მარტო გმირები

გამოიყენა უკან მცველადა, -

მაშ ეხლა, როცა საფრთხე მოელის

მთელს ჩვენს სამშობლოს დასანთქმელადა,

ნუთუ კაცები აღარვინა ვართ,

რომ გამოვიდეთ ქვეყნის მცველადა,

და არ გადავდვათ იმისთვის თავი

თუნდა კოცონზე დასაწველადა?

ვაჰ, ქსანტავ, ქსანტავ, შენი შვილები

მუდამ თვალის წინ მელანდებიან,

ვაჟკაცს მევსება ცრემლით თვალები,

როცა იგინი მაგონდებიან.

აღვსილი მართლის გულის წყრომითა,

მტრისგან დამცრობას ვერ ჰრიგდებიან,

ცოლშვილს, ქონებას ცეცხლშია ჰბუგვენ,

თვითონაც ომში იღუპებიან!

მეც კარგად ვიცი ხვალის ფობოსი

არ გაბრწყინდება სინათლისთვისა.

ვერც ერთი მუჭა თავდადებულთა,

გახდება რასმე მტარვალისთვისა.

არც კიდე ფუჭად მოკვლა თავისა

საქებურია ჭკვიანისადა, -

მაგრამ გაიგონ, რომ საჭირო დროს

ვიცით სიკვდილი მამულისადა.

მგზავრო! შენც წადი, სპარტას აუწყე:

"არვინ დარჩა თქო მანდ წამომსვლელი,

ყველა ისე იქს, თუ ვისმე უყვარს

თავი, ან შენი სახსენებელი".

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ