|
ოხერმა წუთისოფელმა დამადვა თავის ნიშანი, მეც ჩამთქამს მისი მორევი, ეს არის იმის მიზანი.
დიდხანს არც ჭალებს შეჰრჩება, თანთან ყველაფერს მოჰშუშავს, ყვავილ - ბალახი გახმება.
ფოთოლი ჩამოჰვარდება, ქარი წაიღებს... მიაგდებს... დაჰწვიმს, ზედ გუბე დადგება, ზამთარი მოვა, გაჰყინავს, თოვლს დაჰდებს, როდის გაშრება?
რა ისევ გაზაფხულდება, - ტყეს სხვა ფოთოლი მოესხმის, სხვა მწვანით მოიკაზმება, ფოთოლი შარშანდელი კი, წავა და დაიკარგება!
მოჰწყდა სამშობლოს რტოდამა? ვერა უშველოს ვერც გლოვამ და ვერც პოეტის ბოდვამა. რა ვუყვათ? წესი ასეა, არა ჰქმნა ჩვენმა ცოდვამა. |
















