მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 82 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტყე მოვიარე უღრანი,

შიგ წყაროები ჰდიოდა,

ზედა ჰბუდობდა ფრინველი,

სხვა და სხვა ხმაზედ ჰყიოდა.

იქ იდგა ერთი ზეხმელი,

გვერდზედ გზა მოუდიოდა,

თვითონ კი მწარედ ჰტიროდა,

ცრემლები ჩამოჰდიოდა!

ვკითხე, თუ რა ატირებდა,

ან გული რადა ჰტკიოდა.

მითხრა: „გაჩენა არ მახსოვს,

თვალი რომ ავახილეო,

აქ ვიყავ, აქ გავიზარდე,

ბევრი მოვიხილეო.

არ მაკლდა სასმელ-საჭმელი,

არც ტურფა სამოსელიო,

იქ ისვენებდა ფრინველი,

გამვლელი, გამომვლელიო.

მაქებდა, ქებას მასხამდა,

ვინც კი სულდგმული არიო,

თავს ვთვლიდი ბედნიერადა,

ქვეყანა ჩემი არიო.

მაგრამ საათმა შემოჰკრა,

საწუთრომა ჰქმნა თავისი,

დავბერდი, ჯანი დავკარგე,

აღარა შემრჩა ძველისი,

ხმელი-ღა ღერო-ტოტები

გამიშვერია იმისი.

ეს დღესა, თორემ ხვალე-კი

ხმელი წოწკებიც დამცვივა,

თვითონც მოვტყდები და მწარე

დაბლა რახვანი გამცვივა.

აღარსად მეგობარი ჰჩანს,

აღარც ტოლი და ძმობილი,

ღმერთმა გამწირა, კაცმაცა,

ასე შეურაცხყოფილი!

რა დავაშავე, რომ ასე

ყველამ აიღო ხელიო?

ეჰა! გათავდა, ეტყობა,

ჩემი სიცოცხლის რთველიო,

მშვიდობით, ჩემო სამშობლოვ,

ეხლა სიკვდილს-ღა ველიო“!..

ესა ჰთქვა, ერთი შეინძრა...

გაისმა კვნესა-ჭიჭინი,

მოჰსქდა და ოხვრით დაეცა...

მეც დავაყოლე ქვითინი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ