|
ღმერთო, შემასწარ, შემოგხვეწივარ: მოჰქროდეს ქარი, შხიოდეს მტკვარი, ჰღელავდენ ზღვანი, ჰმღეროდენ მთანი, მოჰძახდენ ველნი და ტყენი ბნელნი. ლაღნი წყარონი, ტურფა მდელონი, ყველა ერთადა, ტკბილ სიმღერადა ამბობდენ: - ღმერთო, ძლიერო, ერთო! მადლობას გძღვენთო: "გავიმარჯვეთო! გავიმარჯვეთო!" |
















