|
ავი ძაღლია მურია, დაპამპლაუშობს კარზედა, თუ ერთი ეშმაკზედ შეჯდა, ყველა მოჰშორდით განზედა. თორემ სახუმრო არ არის, გაგულისდება ძალზედა, ჰწვდება, ძირსა და ან ზევით თვალის დაკილვის ხანზედა, თუნდა რომ ქრისტეს ნათლულის ბეჭედიც ჰქონდეს მხარზედა.
ძაღლი მაგეთი უნდაო, მანამ ეგა ჰყავ, ძმობამა ნინიას არა უშაო". პატრონიც უჭკო როდია, აქებს და ახდენს ცაზედა და ადს უმძიმებს: „ჰგლეჯავსო“, აბამს ჩანგლიან ჯაჭვზედა.
დასეირნობდა ბანზედა, ამ დროს ჯომარდი ჯეილი მოღიღინებდა გზაზედა. ამანაც ჩამოუტივა, ზედ იერიში გაჰბედა. მგზავრმა აჰწივა ფოხოხსა, თან თვალი დაჰრჩა ძაღლზედა, და ერთი უშველებელი ლოდი ჰკრა შუბლში მარჯვედა!
ნიადამ ძლიერ გამწოვდა. ჰნახა, რომ ჩანადინარის თავნ-სარგებელი გაჰწორდა, ხმა ჩაჰწყდა... მაგრამ ჰნახა-კი, რომ ის ქვა ქვევით ჩაგორდა, მგზავრმა კი ჟამი დაიცა, მოპირდაპირეს გაჰშორდა.
ძაღლი წააჯდა ქვასაო: "თუ ის გამექცა, შენ ხომა ვეღარ დამახწევ თავსაო." თათები შემოუჭირა, კბილები უფრო მეტადა: მითომ საგლეჯად ხორცისა, ძვალების დასაკვნეტადა, მაგრამ მაშინვე შეჰწკმუვლა, ქვაც ჩამოჰვარდა მურასა და მოჰყვა წკავ-წკავ, ღავ-ღავსა, განა მხიარულს "ურასა".
წამოეჩინა ტურასა, და ყალხს შემდგარი დაცინვით ეუბნებოდა იმასა: „რა, ხელმეორედ სარჩოლად გულ ხომ არ აგრევიაო? აბა, ჰა, თუ ეგ მეორე კბილიც არ მოგწყენიაო.
რატომ არ გეყურებაო, მაგრამ რომ თავის მომრევი შენ არვინ გეგულებაო. ჰო, ავი კაცი- ერჩოლე, თუ მაინც აღარ ჰდგებიო: კარგია, თუ შეაშინებ, ახი, თუ მიჰვარდებიო. მაგრამ შენ არავის არჩევ, ყველას ჭირითა ჰძღებიო, და ქვებსაც ჰღერღავ, უგნურო, მაგრამ რას გამოჰრჩებიო? მათ კოღოებსაც ვერ უფრთხობ, თვითონ უკბილოდ ჰრჩებიო“.
შენ აქ ვინ მოგიყვანაო?“ ტანზედ ბალანი აუშვა, კუდ მაღლა შეაყენაო, და რომ გადუხტა, მტვერისა კოწოლი დააყენაო, - ამ დროს ეკლიან ჩირგვებში ტურამ შორს ჩაახველაო. წეღან კი გული გაუსქდა გააცივ-გააცხელაო.
უნდოდა ხელ-და-ხელაო. მაგრამ მაშინვე გამოძვრა, გაკანწრულიყო ძნელაო, და ლანძღვა-თრევით გაჰწია შინისკე ნელა-ნელაო. |
















