|
რადრა გამზარდა დედამა, ნანას რად მეუბნებოდა! ჩემს შახედვაში მუდამა, ღამეც დღედ ეჩვენებოდა.
ჩემის დედმამის კერასა? იქაურს ქალსა და ვაჟსა, ტოლ-ამხანაგსა ყველასა; შინ წასვლას აღარა ავფიქრობ, დავნებდი ბედის წერასა.
მოვკვდე თქვენიდამ შორს სადმე, დამსუდროს სხვათა მიწამა... ვეღარ მოვიდე თქვენამდე. ჩემთვის მოთვლილი დედისა ტირილი კიდევ ჩემამდე!
დედილამ არა მიჭირსა, ქარსა ჰკითხოდი ამბავი სხვაგან ნამყოფი შვილისა; იმანაც გითხრას ამბავი, შვილისა შორეულისა.
რო გამოთხოვდეს ცასაო, დააბაროდი ამბავი... გამოახანებს გზასაო... შამიკეროდი სუდარი, შამინახოდი მზასაო.
"ვეღარ მოგივა შინაო, სანამდის იყო ცოცხალი, ვერავინ შეაშინაო. სიცოცხლე ძვირად გაყიდა, მერე კი დაიძინაო."
ვიცურვებ სისხლის გუბესა, პეპელად გადაქცეული გამოვსხვეპ მიწის ზღუდესა; მოვალ, ძუძუზე გაკოცებ, ჩაგივარდები უბესა.
გარჩევით დამაცქერდია, - თუ თოფის ტყვია გულიდამ ზურგისკე განავარდნია. ახი უქმნია დუშმანსა: გამოვქცეულვარ... ცხადია, ამბად რო აჭირდიდებენ, გან მართლა აგრე ძნელია.
თავი რად მინდა მთელია? მითომ ერთი დღე ყოფილა ხუთი და ექვსი წელია, სანამ ვარ, მაგრა ვიქნები, მტერ-დუშმნის სისხლის მთხეველი, არაფერს შეუშინდები, შენგან კურთხევას მოველი... ალავერდს გიორგი მწყალობს... ცხეთაჲს სვეტი-ცხოველი. |
















