|
სანთელი ენთო მიბნედით, შუქი თვალს არა ჰძალავდა, მე კალამს ვაცოდვილებდი, ფიქრი ტვინს არა ჰღალავდა.
თეთრს ქაღალდს პირი უჩანდა, და უნდა მეთქვა, რომ სხვებსა მას არაფერი უგვანდა.
თოვლ-ფიფქი გადაეყარა, და ღაწვი, როგორც მთვარესა, ღრუბლიდამ გამოეპარა!..
კალამი დამადებინა, რა მომივიდა, არ ვიცი, ნეტავი გამაგებინა! |
















