მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 49 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცელო, გამიჭერ! მჭედელმა

პირი გიდუღა ბასრისა,

მალე არ გადამიოგნდე,

გული არ მოჰკლა მთიბლისა.


დაჰსტვინე! მიგავ-მოგავე!

დაბლა აღარა რჩებოდეს!

შენს ნაველობზე ირემსაც,

გაფრენა უჭირდებოდეს!


მოტუსე, მოაბულულე

ხშირნი ბალახნი მთისანი!

დაცხა და გრილი არ არის

მწვენ, მდაგვენ სხივნი მზისანი.


თუ არ ამყვები და შენაც

არ შეაწითებ მიწასა, -

მე ვერ გაუვალ სათიბლად

გრძელსა ნამხრევსა მთისასა.


მოლოკე! მოაბულულე

ქუჩიან, ბურღალიანი!

აღარსად წყალი ჩვენთვისა,

აღარც დღე ღრუბელიანი.


მკლავებში ღონე მელევა,

პირშიაც ნერწყვი მიშრება,

გამიჭერ, თორემ ამ მთისა

გათიბვა გამიჭირდება.


შენც იქანცები, მენაცა,

ძმას ძმურად დამეხმარია,

ეგები რამე გავთიბოთ,

სანამ დარები არია.


ეგებ მეთქმოდეს სოფელში:

"მეც ვაჟკაცობა მიქნაო:

თქვენ არცკი გაგღვიძებიათ,

მე ასი „თივაც მიდგაო".


მოლოკე! მოაბულულე!

ქუჩიან, ბურღალიანი!

შავდგებით სასვენს გორზედა,

შენ და მე პიროფლიანი.


დავდგები, ხელში ავიღებ

სალესველს ბადუხისასა.

მიგისვ-მოგისვამ და ფხასა

დაგაყრი სამართისასა!


ეღვედებოდე ბალახსა,

ჰძვრებოდე, როგორც წყალია,

ისაც კი კიოთ გვიცქერის,

კიოთა ჰრჩება თვალია.


გამიჭერ, შენი ჭირიმე,

მალე ნუ მოგეწყინება!

ისა ჰჯობია, რაც ოფლი

მრავალი მოგვედინება,

მოვრჩეთ... და მერე დაღამდეს,

სიამით დაგვეძინება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ