|
მომკალმა მომკო ყანა და შინ უნდა წამოსულიყო, რომ ჰნახა ერთი თავთავი, ზეზევე დარჩომილიყო.
არ მომჭრი, რადა მწირავო". მომკალმა უთხრა: "არ მოგკლავ, იცოცხლე, ჩემო შვილაო!
უცქირე ცას და მზესაო, ართუ გაშინებს სიკვდილი, ჩახვიდე მიწის ქვეშაო?"
თავთავი
"აბა", გაჰხედე მინდორსა: თვალი არ გადაჰწვდებაო, მანდ ჰყრია ჩემი და-ძმები, იმას რად არა ჰხედაო?
ოხრადამც დარჩენილანო: უძმონი, უგვარტომონი ყველანიმც დახოცილანო!
მარტუას სიცოცხლესაო, ნუღარა მზოგავ... მეც მომჭერ, შენი შვილების მზესაო".
მომკალი
"რახან მაგრეა, და ძმებთან სიკვდილი გირჩევნიაო, აჰა და სამარადისო სიცოცხლემც გიპოვნიაო".
დააგდო ხელეურზედა, მანც მშვიდად სული დალია თავის და-ძმების გულზედა. |
















