|
აი, მივყვები ჭოროხის ნაპირს, გზა დაგრეხილა მზისკენ მავალი; მე ჯერ მნახველი არ ვიყავ ზღაპრის, თუმც გაგონილი მქონდა მრავალი.
ბევრჯერ ჩაჰქოლეს მტერთა ჰუნებმა, მაგრამ მესხეთის ლაღი ბუნება ისევ სიცოცხლეს ესალბუნება.
წვავდნენ სახლებს და ანგრევდნენ ტაძრებს, აქ ქართველ ქალებს ჩადრიც დაჰხურეს, მაგრამ მანდილი ვერ გადააძვრეს.
მტარვალთა ხმალმა სამას წელს კაფა, მაგრამ კვლავ ძალუძს სამშობლოს წინსვლა მისი შვილების შრომას და ჯაფას.
როგორ მოუცავს მთების კალთები, - აჭარის სოფლებს ისევ ახარებს თავისუფლების სხივთა ნათელი.
კლდეს შესევიან ყოველი მხრიდან და მთები ფართო გზებს დაუსერავს, სადაც ხარჯიხვიც ვერ გაივლიდა.
და დაღლილობას არ ვგრძნობ სრულიად, მე ვხედავ, ჩემი აჭარის მთები კვლავ ვენახებით დაფარულია.
წინ საშიშარი არა გვეგულვის. გზაში გვხვდებიან შრომის გმირები მკერდზე ვარსკვლავებ გაბრწყინებული.
ბაღებში ტკბილი სიმღერა ისმის და თაგოს მთები კალთებს მიშლიან ძველი ქართული სიდარბაისლით. |
















