|
ჩალით დახურულ რუსეთს სალამი! სისხლიანი რომ ამკობს ალამი!
ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი...
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი, რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე...
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა, აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...
თუმც მწუხრი მოსავს მიწას და ზეცას და მეც რა მეთქმის იმისი მეტი - ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც! |
















