|
გაირბენს დრო და ჩაივლის წყლები, საათი დარეკს, და ისიც მოვა. გამიფრინდება ბავშვობის წლები, მოვა ზაფხული და შემოდგომა.
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს, დაველოდები მერე ცივ ზამთარს და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.
ჩაიძირებით მოგონებებში… ოთახში ჩუმად გარდავიცვლები ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ, მიმაბარებენ თბილისის მიწას და მერე ალბათ… დამივიწყებენ. |
















