|
გამიქრა ყრმობის ოცნებები, ტკბილი ზღაპრები, მოვარდა ქარი, წაიყოლა ჩემი აფრები. სად არ ვიარე, სად არ მივაწყდი ავდრად აშლილი, ძილმორეული, ცრემლმორეული ბავშვი - ბავშვივით...
მძიმე კარები, ხმაც გავიგონე, რეკდნენ მძიმედ ცივი ზარები, შეშინებულმა ვთქვი უსიტყვოდ დე, იყოს ნება... კარებზე დიდი ასოებით ეწერა - "ხე - ლოვ - ნე - ბა!" |
















