|
კედლები მოხატული, "პოლი" მოთხუპნული, აქა-იქ ყრია ჩემი პალიტრები. შავი პიანინო ძველი და დასვრილი და ზედ ბროწეული, ვაშლი, სულ წითელი. ნახეთ, აგერ გდია გადაჭრილი "გუბკა", კედელს მილურსმულა ტელეფონის "ტრუბკა", თიხის ქოთნები და თუნგის ჭურჭელი ხომ მეც და თქვენც გეყოფათ, აქ მე იმდენი მაქვს. ტილოებიც არის... მეტი რაღა მინდა, ქვემოთ დააფერფლეთ სიგარეტი, ...როგორც გინდათ!!! რაო, თქვენ რას ამბობთ, ვერ ხარ სახერხოთო? რა ვქნა, ასეთია ჩემი სახელოსნო. |
















