|
ეს ერთი ღამეც თეთრად მათენდება, გარეთ წვიმს... მოვა ერთად დღე და დაფეთება, აი, ეს მწყინს! ეს პორტრეტი სხვისთვის მენანება; ისევ წვიმს... ყველა ხვრელში კაცი რომ ვერ ეტევა... აი, ეს მწყინს! კიდევ ბევრი მწყინს, რაც რითმში ვერ ეტევა; ნუთუ ისევ წვიმს?! საათიც რომ თავის რითმში ვერ ეტევა... აი, ეს მწყინს! აი, ეს მწყინს! |
















