|
ფოთოლს შევავედრე მოფარფატეს: - მიმღერე რამე! ასე სევდიანი ხომ ჯერ არ ყოფილა ჩემთვის აპრილის ღამე. მთვარემ მომიყვა თავისი, ღამის გრძელი ზღაპარი, გულში ჩამეწვა წმინდა გრძნობის წმინდა ლამპარი. სიო უმღერის იავნანას შრიალა ჭადრებს, რა დამავიწყებს იმდღევანდელ შენს ცრემლიან თვალებს. იამ ფაქიზად მოჰხვია ხელი მეორე იას, მეც ოცნებებით მოვყვები სადღაც ამ მელოდიას... ფოთოლს შევავედრე მოფარფატეს: - მიმღერე რამე! ასე სევდიანი ხომ ჯერ არ ყოფილა ჩემთვის აპრილის ღამე. |
















