|
მარტოობას ჩავუდგები მაწვნის დედად, როცა ფიქრებს ქაფი გადაეცლებათ. მყავს შვილები ანწლისა და მარწყვის ხელა და გზადაგზა წლებს მაყრიან ქერცლებად.
ჩემს წლებს თვალი ზიგზაგებად წასვლია. ყვება ამბავს კარადაში ძველი კაბა, ტანზე ჩემი მარტოობა აცვია.
მერე შვილებს ამოვუგებ ზეწრებად. მარტოობას მაწვნის დედად ჩავეკიდე, სულში დიდი გარინდება მეწყება... |
















