|
ყელშია უკვე იზმ-ებიც და მათი ისტ-ებიც, ყველა გაბოლებს მეგობარო, თანაც პირადად! რა პრობლემაა, იღბალს წვრილი თუ აქვს კისერი, და შენი რწმენაც თუ კასრივით ამოყირავდა...
და მიწის ნაცვლად უტკეპნიდი სიტყვებს, დალოცვილს. ნატვრის ლირიკა როდის იყო რამის მომცემი, შენი ცხოვრებაც თვითონ გახდა გამოსალოცი!
ყველა გზას რომში კი არა და, მასთან მივყავართ! მუხლმა გიმტყუნა, აცდენილი ამ გზას კი არ ხარ, ჰოდა, ასეთი, როგორიც ხარ, მაგრად მიყვარხარ...
არ ეტკინები ჩვენს თავებზე მავალ ჯამბაზებს! ხო, რაც მინდოდა სულ გითხარი, ალბათ ეგ არი, გთხოვ, არ ჩააქრო, დამიტოვე ბოლო ნაფაზი... |
















