მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 63 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორა ხარო, მეკითხები ყოველ ცისმარე,

ხომა ხარ ღირსი, დაგისვა და წვრილად გიამბო,

ყველა ტკივილი, ყველა განცდა, ყველა სიზმარი,

ჩემს სისხლძარღვებში გზას გულისკენ როგორ მიაპობს...


არ მითხრა ახლა - ვიცოდიო, რაც გაწუხებდა,

დაგიდგებიო მხარში მწედ ან ტკივილმაყუჩად.

გადაიხოკა ჩემსკენ ხოხვით რწმენამ მუხლები,

რომ არ გჯეროდა, ისე დიდი ძალა მაჩუქა!


კარგად ვარ ახლა, ვუმკლავდები შიშის მაცილებს,

ჩემი თავისკენ გზასავალიც მგონი, გამოჩნდა.

ჩემო ეჭვებო, კარისაკენ როცა გაცილებთ,

აწი ფანჯრიდან ნუ შემოხვალთ, ნუღარ გამომცდით!


გულისგატეხვამ თავისტეხას გადამარჩინა,

ჩამოატარებს მტერს მდინარე, როცა იქნება...

მერე რა მოხდა, თუ მღალატობ ისე საშინლად,

რომ შესატყვისი დამიმალეს ძველმა წიგნებმა...


ვიურთიერთოთ, დროს მივანდოთ ხედვა მანძილის,

შორიდან უფრო უკეთ მოჩანს ახლოს "მცირედი".

გაგიკვირდება და მოთმენის სიბრძნით გავძელი,

ან უფრო სწორად, ტკივილების გამოცდილებით...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ