|
წასვლია თვალი ევას ბარძაყზე გახეულ წინდას, ადამს კი აზრად არ მოსვლია შეძენა ახლის. ამ ქალის გამო ნუთუ, სამოთხის დაკარგვა ღირდა?! ნაველურალი ყვავილებით სავსეა სახლი...
მორჩილებაზე რატომ უთხრა უარი ადამს. მაშინ არ ერქვა ყელზე ბლის კურკებს სახელად მძივი, ჯერ "მიაუთი" არ კნაოდა ველური კატა...
თბილი მდინარე მგონი, შეცვალა სახლში ჯაკუზმა. ევამ ის ვაშლი გადაცვალა ერთ-ორ ატამში, სამაგიეროდ, ადამმა ადამს სთხოვა წაკუზვა...
ადამი დღესაც იმ ვაშლის გამო ლოთობს და ლოთობს... |
















