|
დღეს ჩემს ვირტუალში ფერი აქვს ცას მტვერის, მონიშნა ფრაგმენტი ფიქრების სქოლიომ. სარკე - ჩემს იერზე დილიდან თავმტვრევი, მზერაში, როგორც ჩანს, თან გამომყოლია.
მქრქალი დღე სევდასთან ასრულებს უნისონს. დღე არის მარტივი, განწყობის უქმეა და აქ სიმარტოვე თავის თავს გულისხმობს... |
















