|
მიიკლაკნება კვამლი ბუხრიდან, ცეცხლის ენების ცისკენ წამღები. გამოდის ბებო ძველი "ქუხნიდან" კრუხ-წიწილების დამტუსაღები.
კარგად შეკმაზულ ქინძის, წიწაკის... მიდგებ-მოდგება, ეზოს დაივლის, მეზობლის ქალთან გადაიძახებს...
დახუნძლულ ტოტებს, კუჭამსხლებიანს. ბებომ თვითონვე დაითავბედა იყოს ყველაზე ტკბილი ბებია...
ერთობა ნადი ნარდის "დუბეშით". ვაშლებს, ლოყაზე წინწკალ-ხალიანს, ვინცხა ბაღანა იყრის უბეში...
დაფქვა დოლაბმა, გაცრა საცერმა. შემწვარ ტაბაკას წვენი ისრიმის მოუხდებაო, - სახლიკაცებმა...
ითხოვს პალატი ღვინოს ნაჭურალს... უნდოდა ღამეს ეზოს გადავლა, თუმცა, დარჩა და იკრიმანჭულა... |
















