|
არაფერი არ ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს, დრო სულ სადღაც გარბის თან, კისერმოუტეხავად. ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს, მე კი ისე ვუყურებ, რა პოზაშიც ეხლა ვარ...
მე სულ "რა ვის" გპასუხობ და შენც რა ვერ გაიგე. იღბლიანი ბორბალი ჩემსკენ თუ გამოგორდა, ვიღაც გამოხტება და საბარგულში ჩაიგდებს...
კარზე კომუნალური გაუჩრიათ, ტკიცინა. იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
ცად გზავნილი სურვილიც უპასუხოდ დატოვა... დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...
იქნება, გაუგორდეს დღეს "დუ შაში" კამათელს. სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ... |
















