|
დარდით ცაგანათებულმა გულმა სულ შენკენ იარა შენს უდაბნოში მოვიდა აამწვან-ააშრიალა სადაც ყინული ელავდა კოცონი ააბრიალა ქარში აგინთო სანთლები ლოცვები აახმიანა ხან სიტყვა შემოგაშველა ღმერთის ცრემლივით კრიალა ხან ბინდში ფარ-ხმლით გაგიძღვა იმედი დაგიფრთიანა… და როცა გადაგარჩინა და ფიქრი გაგიმზიანა მოგიკვდა… შენთვის ჩაიწვა შემოგეწირა მთლიანად კაცი რა კაცი ღვთის კაცი - სინათლით სავსე ფიალა. |
















