|
ნურცა რას მკითხავ და ნურცა რას მიამბობ, შენ ჩემი ცხოვრების დასწყევლი გარიჟრაჟს, მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე, ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით, არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი, არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ყვავილი.
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები, მე გულის იარას არაყით ვუწამლებ და სოფლის ლოთივით ყოველდღე დავთვრები.
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე, უფალო, დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები, ნისლიან ჭიუხში ვიცხოვრებ უქალოდ. |
















