|
წუხელ სიკვდილი მყავდა სტუმარი წუხელ ცა იყო ბნელეთს მიჯრილი, სისხლისფერ ღვინოს ორი მოსისხლე თასებით ვსვამდით მე და სიკვდილი.
გათენებამდის ერთურთს ვედავეთ, ხელიდან ხელში გადადიოდა სიკვდილ-სიცოცხლის დღეთა სადავე.
ჯავრის და მტრობის ხმალ-მუზარადი, სიკვდილი იდგა სიკვდილის მხარეს, მე კი სიცოცხლე მსურდა მარადი.
ორი მოსისხლე სამტროდ აშლილი, შემომყეფს როგორც ავი ქოფაკი, - განიგმირები ჩემი მახვილით.
დრო მოვა ჩემი გარდაცვალების, მაგრამ ჩემს ნაცვლად ათასნი მოვლენ მზეჭაბუკებიც გიშრისთვალებიც.
სიცოცხლის შუქით განაწამები მე გავიცინებ სიკვდილო შენზე და ჩოქზე მდგარი შემებრალები. |
















