|
გახსოვს? მკათათვის ღამეს, განათებული მთვარით, როგორ გიშლიდა, ქალავ, ნაწნავს მტირალა ქარი.
აღარც კი გახსოვს მგონი, ხევში გაკვალულ ბილიკს, როგორ მივდევდით ორნი.
შორს ხარხარებდა ეშმა, მოულოდელად ტყიდან უცხო ხმაური გვესმა.
როგორც დამფრთხალი შველი, სურვილი მკლავდა, მაგრამ ვერ შემოგხვიე ხელი.
ბზარი გაუჩნდა ლოდინს, გული შებოჭა ელდამ, ჯერ განუცდელი გრძნობის.
მიგვაცილებდა ღამე, არც შენ გითქვია სიტყვა, ვერც მე გითხარი რამე.
ჩატყდა გრძნობათა ხიდი და ჩავიდინეთ ცოდვა, ყველა ცოდვაზე დიდი. |
















