|
მოიცა, ერთ წუთს შეჩერდი ჩემთან. ყოველთვის ასე სად მიიჩქარი?! შენ ხომ სიცოცხლის განთიადი ხარ და ერთადერთი მზე საფიცარი.
ცისარტყელების ციდან ჩამოსვლას. ვკითხოთ ტკივილი ხომ არ აწუხებს ღრუბელს, თავნება ქართან ნაომარს.
გული, დაჭრილი შენი მახვილით. დაგეძებს ჩემი მღელვარე სისხლი, ცის ლაბირინთებს უხმობს ძახილით.
შენ მოგილოცო ლურჯი აპრილით. მოიცა, თორემ გადავირევი, თავს ჩამოვიხრჩობ შენი მანდილით. |
















