|
მზეს ალუბლებმა შეხედეს კდემით, ცა იყო ლურჯად ნათილისმარი, იდგა აპრილი ყვავილთა ფერში, როგორც ქალწულთა ლურჯი სიზმარი.
ვპოვე ოცნების თავშესაფარი, იწვოდა სული და მიჰკიოდა ღამეებს, როგორც მთვრალი მაყარი.
სული იებით მაქვს მოფენილი, ვინ იცის იქნებ აღარც გახსოვარ, მე კი უშენოდ ვარ მოწყენილი.
ჩემზე ჯვარს იწერს შენი სიშორე, დრო შეიცვალა, გული კი არა, ფიქრის კარვიდან ვერ მოგიშორე. |
















