|
მზე გაბუტული ბავშვივით მიმზერს მალე სინათლის დახურავს კარავს, ისევ მოისხამს ზეცა სევდისფერს, ისევ სიშორე შენი შემზარავს.
მაშ ამ მიწაზე რა დაგვრჩენია, სადაც ასპიტი სიყვარულს გესლავს, სად თვით სიცოცხლეც მწუხრის ფერია.
სად ანგელოზთა ისმის გალობა, ზეციურ ფერთა სინაზით მოგრთავს წმინდანის ფრთებით ნიავ-ქარობა. |
















