|
გულო, თუ გინდა გულით იმღერო, შენ ისევ ღვინომ უნდა გიშველოს, უნდა გაუძლო სოფლის სიავეს, თუ ვინმემ გითხრა არ დაიჯერო.
კარს მოგადგება ვინმე მენავე და ცრემლის ზღვიდან ისე გაგიყვანს, ჭირსა და ლხინში ისე გაგიტანს, სამაგიეროდ არაფერს ითხოვს...
რომ აღარ ჭკნება სულის ყვავილი და ყველა ქუჩას ისე გაივლი აღარ შეგხვდება გზად მათხოვარი, ბედისგან ობლად მინატოვარი.
და მთიდან მთაზე ის არ გადივლის, არ ჩამოწვება მიწაზე ბინდი და შენც იქნები ყოველთვის მშვიდი.
რომ ვინმე შენდა საბედნიეროდ შენთვის აშენებს სიმშვიდის ტაძარს, მოვა და გულში ჩაგიქრობს ხანძარს გულო, ეს მითი არ დაიჯერო. |
















