მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 49 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეხ! ყრმობის დღეთა უდარდელობას

თან სდევდა ჩრდილიც სევდიან ფერთა,

ეხლა, ჭაღარა გულის შემყურეს,

მწადია ხილვა ბავშვობის დღეთა.


ჩემს ბავშვობაში სოფლის კაცებმა

მგლების ბუნაგი მოითარეშეს

და უსუსური ოთხი მგლის ლეკვი

დიდი ზეიმით სოფლად მორეკეს.


მგელი კი ამ დროს ნანადირევით,

ხრამებზე ფრენით მანძილს ჰკეცავდა,

ღვთით გაჩენილა კაციც და მგელიც

მათ შვილთა რჩენა მოსდგამთ წესადა.


თვალი მოავლო ცარიელ ბუნაგს,

მიწა გაბასრა ბასრი ბრჭყალებით

და უხილავ მტერს დაატყდა რისხვად,

მგლის თვალთა მგლური აელვარებით.


მგელი მგელია ბუნებით მგლურით

მაგრამ სინაზე მგელშიაც ბუდობს,

გულაღრენილი დაადგა მტრის კვალს,

საკუთარ შვილთა გამოხსნას ფიქრობს.


შემოღამებას შემოჰყვა სოფლად

მგელი, დაკარგულ შვილთ მაძებარი,

მისი ღავღუვი, გულის მზარავი,

მიაწყდა სერებს, ვით გლოვის ზარი.


ასე იგლოვა მან ხუთი ღამე,

შვილებს უხმობდა გულის შფოთებით,

ბზიანას გორზე გადმომდგარ მთვარეს

შესთხოვდა შველას ველურ გოდებით.


მთვარე კი სდუმდა, მუდამ მდუმარი,

მწვერვალთა ჩრდილებს ქარაფზე ჰფენდა,

მაღლით დასცქერდა მიწიერ ცოდვებს

და მათი ხილვა ფეხდაფეხ სდევდა.


მგელი მგელია ბუნებით მგლურით,

ადამის მოდგმის მტრად შეცნობილა,

მაგრამ სიავე კაცთაგან ქმნილი

ვერც ერთ სასწორზე ვერ აწონილა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ