|
თუ მოხვალ გეტყვი, რომ ყრმობის დღიდან ვიყავ მესაყდრე რწმენის ტაძართა, გიამბობ როგორ მჯეროდა ერთ დროს ბოლო კეთილი, ბავშვურ ზღაპართა.
საწუთროს დღეებს, ცოფიან აფთრებს, თუ როგორ ფლეთდა სისხლიან ბრჭყალით დემონთა ხროვა ოცნების აფრებს.
დამჭკნარა ჩემი ედელვაისი, მინდა გიამბო სანამ ცის კიდეს დაბინდავს ჩემი ბოლო დაისი.
სიცოცხლე ჰგავდეს ღამის ზმანებას თუ ჯვარზე გაკრულს, დემონთა მიერ, მიშველის ჩემი გარდაცვალება. |
















