|
მეც ვიშოვი მეგზურსა და ძმაკაცსა და ავან-ჩავანს, და ტრამვაით, ვით ტურისტი - ავალ - ჩავალ! ავალ - ჩავალ! დაბლაც, მაღლაც - ლუდს დავლევ და მოვიბოშებ ქამარს - ჯავარს! უსათუოდ უბილეთოდ - ავალ - ჩავალ! ავალ - ჩავალ! პოეტი ვარ მეც დამწყები, გიტარა ვარ, ქამანჩა ვარ! მიყვარს ასე ბოდიალი: ავალ - ჩავალ! ავალ - ჩავალ! დაგიჭერენ ნამდვილადო - მიმატოვა ამ ლაჩარმა! არა უშავს, მარტოც ვივლი: ავალ - ჩავალ! ავალ - ჩავალ! პანთეონსაც ვესტუმრები - ხან - აკაკი, ხან - ვაჟა ვარ! ვარ დამწყები მთაწმინდელი - ავალ - ჩავალ! ავალ - ჩავალ! |
















