|
ვაი თუ ისევ სოფელმა მიწის ლოგინი დამიგოს, რომ ჩემი მოსვლა, ან წასვლა ერთმაც ვერავინ გაიგოს; არც დამიტიროს მამულმა, არც წმინდა ძეგლი ამიგოს!
ერთ ასმით გადაეაროს, არც ვის ამბავი ეკითხოს, არც თვისი გაეზიაროს და მის ნავალი მინდვრის ქარს წაეღოს, გაენიავოს...
შეუნიშვნელად გავიდე. ვერ გაუმართლო იმედი, რაც მოძმეთ გულში ჩაიდვეს. ჩემით ვერ წადგეს წინ ფეხი, ვერც წყალზედ ხიდი გაიდვეს.
დავაგდე ქვეყნის სალაროს, და ისე უმადურადა გამოვეთხოვე სამყაროს, სამშობლოსა ვსთხოვ ნუ დამწყევლს, ეს უბედობაც მაკმაროს.
ვეცდები წმინდა სახელი იმ ბნელს უმზეო მხარესა ავინთო, როგორც სანთელი; თან გავიყოლო სხვებიცა, ჩემგნით გზა ჰქონდეთ ნათელი!
ჰფიქრობთ შეუდგათ ბოძები, მაგრა იარეთ, მამულსა ნიჭი, ცით მონაბოძები, არ დაუკარგოთ და გახდეთ საწყევლი, შესაცოდები! |
















