|
I
რომ კომუნისტის სახელი გვერქვას, ყველა როდი ვართ ღირსი, დაფერილია ეს სიტყვა ყველგან სისხლით, გმირული სისხლით.
ძალა არ არის შენი მომრევი, შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად, არამედ მთელი ცხოვრებით.
II
პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაჰგვარა და ხალხს არგუნა სხვა მომავალი; სწორედ შენა ხარ, რომ ვთქვათ სხვაგვარად, მებრძოლი ღმერთის შთამომავალი...
მართალი რომ თქვას კაცმა, - ვერ ივარგებდა კომუნისტებად ხერხეულიძე ცხრა ძმა?
ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე, ანდა დემეტრე თავდადებული... ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, - ადრე არიან დაბადებულნი.
და გახლავთ ჩვენი თანამედროვე: ჯორდანო ბრუნო... ბულბა... სპარტაკი... ბიჭი გავროში... ბერი თევდორე...
III
უბრალო კეპი... უბრალო პალტო... შიმშილი... ომი... დრო რთულზე რთული... ის გადიოდა კრემლიდან მარტო და ბავშვებისთვის მიჰქონდა პური.
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის: აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს კომუნისტი!
IV
...ორმოცდაორის თოვლი წითელი... ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე... წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა და სიკვდილს მკერდით გადაეფარა.
იბრძოლა... მოკვდა ხალხის გულისთვის. აი ასეთი, აი ასეთი, აი ასეთი მწამს კომუნისტი!
ხიფათი მოსკოვს გარე უვლიდა... არ გამოსულა იგი კრემლიდან და არც გამოდის ხალხის გულიდან!
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის. აი ასეთი, დიახ ასეთი, მართლაც ასეთი მწამს კომუნისტი!
ყველა როდი ვართ ღირსი. დაფერილია ეს სიტყვა ყველგან სისხლით, გმირული სისხლით.
მზისა და დროშის პაწია ნაჭერს, არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ, ლეგენდარული კომუნის საჭეს!... |
















