|
როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად, ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს ქარებს ქოშინი აუვარდებათ.
შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით... თავს აიწყვეტავს სურვილი... და მე... ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები...
გინატრებ ჟინით, თავდავიწყებით... და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ, მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები. |
















