|
- მინდვრები რას შვრებიან? - წვანან. - ქარები ჭიდაობენ. - განა? - ამ ხესთან როგორ მოხვედ? - ცალად. - ჩემგან რას გაურბი? - ღალატს. - თვალებს რას უშვრები? - ვმალავ... - სხვაცა გკოცნის ხოლმე? - არა! - ცოტაც მოითმინე... - კმარა! - რაღაც უნდა გითხრა! - ჩქარა! - შეხე... რას ჰგავს მთვარე? - ფარანს. - ვაიმე, ვინ მოდის? - ჰჰჰ... მამა... |
















