|
რომ მოვკვდები, მზეს მიეცით ჩემი ცეცხლი, ყველას, ყველას ჩემი გულით გაუცინეთ... არ გაახმოთ, ყველა ყვავილს, ყველა ბალახს ჩემებური მზრუნველობა გაუწიეთ... მთელი ჩემი სათნოება, სინატიფე ობლებს გზებზე ენძელებად დაუბნიეთ... აიღეთ და მერე ჩემი ყველა ლექსი ტიტველ ბარტყებს ბუდეებში ჩაუფინეთ... |
















