|
- წყალი თუ მწყურია, როგორ ვერ დავლიო, - თქვა მთვარემ და ზღვაში შეცურდა ტივივით... მთამ: - თეთრი მერანი ვარ! მუხამ: - მხედარიო! - მე რაღას წარმოვადგენ? - ქრის ქარი კივილით... - ცამ მზე დაიკიდა როგორც მედალიო, - ცაშია ხეების თვალები ირიბი... - რატომ ვარ ასეთი შეუხედავიო! - თავი მოიკლა ღრუბელმა ტირილით... |
















