|
პატარძეულისათვის - თეთრი კაბა შემოუხვევია ხევს ღრიალით, ვაშლის, ნუშის თოვლით გალუმპული, შენი ვებერთელა მხრები არი.
დევის ქალამანი - გდია ხრამი, ყაყაჩოს ღვართქაფი მოგთქრიალებს და ველურ ყვავილთა ნიაღვარი.
შენგან რა იების თქეში გვაწვიმს? - საქართველოს ჰკოცნი, ეფერები, თავდავიწყებული ღმერთი კაცი.
შენს ზღვასიყვარულის ნაპირებზე, სხეულებს ნაღვერდლები გვიშანთავენ, თუ მიხაკებივით გვაყრი ლექსებს.
თუმცა, გაშმაგებით გეწაფებით, ქართული ლექსების ქარიშხალო, ჟრჟოლვად მოვარდნილო, ჩვენს ძარღვებში.
მზე არტყამს ცეცხლოვან ამბორს ბეჭდად, მამულის გულ-ღვიძლში ფესვებგადგმულს, რომელი საუკუნე ამოგგლეჯავს?
მუდამ სხივთმბარდნელო, სულნათელო, რა გითხრა, რითი გაგაკვირვო? თვითონ აღტაცებავ, ჟრუანტელო.
გჩქეფს ლექსის ჩანჩქერი, შადრევანი, მამული სალოცავ სახატედ გაქვს, ცა - ღმერთის ნაკურთხი ტახტრევანი.
ალერსი ამოგწვიმს ზედ ბალახად, შთამომავლები მოგძახიან: "იცოცხლე, გოგლა, ჩვენთანა ხარ!.." |
















