|
ასე უთქვამთ - სიყვარული, მოვა თავისთავადა, ველოდე და ვემუდარე, არ მოვიდა, არა და.
სათუთ ღიმილს მპარავდა, გავგულისდი - სიყვარული, მოვიყვანე ძალადა!
მოსვენება წამართვა, ვინა თქვა, რომ ტკბილიაო, მე კი გამაწამა და...
წავა თავისთავადა, ფესვი ისე გაიმაგრა, აღარ მიდის, არადა! |
















