მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 409 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გადაუნერგეს კაცს სხვისი გული,

მის მკერდში უკვე სხვისი გულია.

დღეს ეს ამბავი სამყაროს უვლის,

საოცრებაა, სასწაულია!


ის ისევ ისე სუნთქვას და დადის,

ის ცოცხლობს! - სიკვდილს ელოდა როცა.

გაქრა წუხილი, ვაება, დარდი

და სხვისი გულით სხვის ხელებს ლოცავს.


და მეც ვიფიქრე, როს დავრჩი მარტო,

შენს სიმყუდროვეს რადგან ვერ ვუვლი,

ვაითუ ერთხელ შენც მიღალატო,

გადამინერგონ მეც სხვისი გული.


დე, შემდეგ თუნდა ვიცოცხლო ას წელს,

გაქრება ღელვა და აღტკინება.

მე სხვისი გულით ლექსებს ვერ დავწერ,

მე სხვისი გული არ მეტკინება.


როცა მკერდიდან ამოგიყვანენ

და წამართმევენ, ძვირფასო, შენს თავს,

დადგება სიმწრის და კვნესის წამი,

მაგრამ ვის უნდა უგულო კვნესა?!


ო, ღმერთმა ნუ ქნას, ეს ბედი მერგოს,

ამაზე ფიქრი სხეულში გამცრის,

ვაითუ გული გადამინერგონ,

გულბოროტი და უგულო კაცის.


დაშრება ჩემი სიცოცხლის წყარო,

დამეკარგება სიმშვიდე სრული.

ან სხვისი გულით ვინ შევიყვარო,

ვინ შევიძულო ან სხვისი გულით.


ანდა, როდესაც დავრჩები ცალად,

ვით ვუპასუხო საკუთარ კითხვას:

- სხვას გული რისთვის ამოვაცალე,

მისთვის, რათა მე მეცოცხლა დიდხანს?!


თუმც ეს წუთები ჯერ არ დამდგარა

და თუნდა დადგეს დღე აღსასრულის,

ვიტყვი: - სიცოცხლე არ მსურს ამგვარი,

მომკლას ტკივილმა საკუთარ გულის.


ისე კი, თუნდა ვიცოცხლო ას წელს,

გაქრება ღელვა, წვა, აღტკინება.

მე სხვისი გულით ლექსებს ვერ დავწერ,

მე სხვისი გული არ მეტკინება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ