|
ამოიზრდება გულში ვით ალვა, კითხვა... და პასუხს არ მცემს არავინ ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა, რა აქვს სიყვარულს დასამალავი?
ნათქვამს ხომ არ აქვს ნაწყენი კილო? მაშ სიყვარულში რა ნახა ნეტავ ან გასაკიცხი, ან სამარცხვინო?
ან მთლად დაკარგა რიდი და კრძალვა? და სიყვარულზე წამოსცდა მაშინ ვით ნაპარავ ცხენს უნდაო მალვა...
გულში რომ წვება ისე ვით ნისლი, ან სიყვარულის მალვაც რომ გსურდეს, რით უნდა შეძლო დამალვა მისი?
მართალი სიტყვა - კაცს ცამდე მართალს, შეყვარებულმა ხმაც რომ არ დაძრას, მას თვითონ მისი თვალები გასთქვამს,
მე ამ ნათქვამის აზრი და კილო, თქვით სიყვარულში რა არის ნეტავ, ან გასაკიცხი, ან სათაკილო?
კითხვაზე პასუხს არ მცემს არავინ ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა, რა აქვს სიყვარულს დასამალავი?.. |
















