მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 155 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამბობ სიმართლეს? - დაიმახსოვრე,

წინასწარ უნდა შეკაზმო ცხენი.

მთა-ბარს მარტო შენ ვერ გაასწორებ,

თუნდ გეშინოდეს სხვისგან შერცხვენის.


ვიღაც მელიას ლომადა ნათლავს,

მე გავიძახი, - მელაა, მელა!

ვინ მომიწონებს ახლა ამ მართალს?

რა თავში ვიხლი ან მე ამ მართალს, 

როდესაც თვითონ მჭირდება შველა...


ჩემს წინააღმდეგ იწყება ომი,

მელას იცავენ მელაკუდები

და რომ მელია არ არის ლომი,

აი, ამაზე ბრძოლას ვუნდები.


მეუბნებიან, - სიმუნჯე გმართებს!

მეუბნებიან, - სიყრუე გმართებს!

მეუბნებიან, - სიბრმავე გმართებს,

შეგაკვეცავენ, არა და, მაგ ფრთებს.


ჩემი ბილიკით მივდივარ როცა,

მაინც ვფერხდები და წინსვლა მიჭირს.

რა ვუყოთ, თუკი ღმერთმა არ მომცა

სიმუნჯისა და სიყრუის ნიჭი?!


არ გამაჩნია სიბრმავის ნიჭიც,

არცა მჭირდება და არცა ვნატრობ.

აი, რად ხდება, რომ ზოგჯერ მიჭირს,

აი, მე ზოგჯერ რად ვრჩები მარტო.


და მაინც რწმენას ვერვინ წამართმევს,

ვის გაუწყვიტავს ცხვარი მგლის შიშით?

აი, მე ახლაც ვამბობ სიმართლეს

და ვდგავარ, როგორც ცოცხალი ნიში!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ