|
გუდიაშვილი მხატავდა გუშინ, სარკმელთან ჭადარს არხევდა ქარი. გუდიაშვილი მხატავდა გუშინ, ფუნჯის მგოსანი და ჯადოქარი.
დგას, ამეტყველებს ქაღალდზე ფერებს. მას წინ უბრალო მოკვდავი უზის, რომ უკვდავებად აქციოს მერე.
იფიქრებდი, რომ ღმერთსა ხატავდა. გუდიაშვილი ხატავდა ისე, ხატავდა, თითქოს არცა ხატავდა.
და აცოცხლებდა ჩემს თვალწინ ტილოს. გუდიაშვილი მხატავდა გუშინ, ლურჯ მთებზე იწვა ლურჯთვალა დილა.
და როგორ მინდა, მიმიხვდე ნატვრას. შენ ხატავ მგოსანს ხელში ბატის ფრთით, მგოსანს კი არა, მუზასა ხატავ.
და აღმაფრენა მაინც ღვთიური. როგორ მგავს იგი და მაინც მჯერა, არის რაღაც არ ამქვეყნიური.
ამ საუფლოში ვარ შენთან მარტო. მინდა გაგანდო სურვილი ერთი, ჩემი სურათი მსურს ასე ხატო, -
ნურც გამოხედვას, ნურც სახის იერს. ზღვა დამიხატე, რომელიც ღელავს და აღელდება ხვალ უფრო ძლიერ;
არ გამიხსენო ნავი და გემი, შემიშვი ზღვაში შიშველი, ხელი და ის იქნება სურათი ჩემი. |
















